ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კონსული ჯეიმს უოტერმანი

დღეს ქუთაისში იმყოფობოდა და დაინტერესებულ საზოგადოებს, “მწვანე ბარათის” გათამაშების დეტალებსა და სიახლეებზე ესაუბრა. გათამაშება მიმდინარე წლის 3 ოქტომბრიდან დაიწყება და აპლიკანტებს საგანაცხადო ფორმის შევსება 7 ნოემბრამდე შეეძლებათ. როგორც კონსულმა აღნიშნა, ვებ გვერდზე შესაძლებელია ქართულ ენოვანი ინსტრუქციის ნახვა, რომელიც აპლიკანტებს განაცხადის შევსებაში დაეხმარება. გამარჯვებულები 1 მაისს გამოვლინდებიან. “მწვანე ბარათის” გათამაშებაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც დამთავრებული აქვს საშუალო სკოლა და აქვს პროფესიული გამოცდილების 5 წლიანი სტაჟი. კონსულმა საზოგადოებას ურჩია, რომ განაცხადი თავად შეავსონ და არ გამოიყენენ მესამე პირები ან ის ორგანიზაციები, რომლებიც ამაში გარკვეულ საზღაურს ითხოვენ, რადგან გათამაშებაში მონაწილეობა უფასოა. დაინტერესებულებს მეტი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ შემდეგ მისამართზე:

www.dvlottery.state.gov

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *