ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე

გზის საფარს აწესრიგებენ. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად ნინოშვილის მე-14 და მე-16 შესახვევები დაათვალიერა. აღნიშნულ ადგილზე ასევე მოეწყო ღვარსადენი.

,,სამუშაოების ტემპი ძალიან კარგია, უმეტესობა პროექტებისა ზაფხულის პერიოდში დასრულდება. ეს ის ადგილია სადაც გზა არასოდეს არ ყოფილა. გაუსაძლის პირობები იყო, ამას მოსახლეობაც აღნიშნავს. რჩება პრობლემები ცენტრალურ გზებზე , კანალიზაციის დიდი პროექტის გამო, რომელიც მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს, თუმცა ცენტრალური გზები ორმოულით ინტენსიურად კეთდება. დანარჩენი თუ სადმე გზა არის დაზიანებული ძირითადად ეს წყლის სამუშაოების გამოა, თუმცა იქაც გზის გადაჭრის გარეშე მილები ვერ შეიცვლება. წყლის დატესტვის შემდეგ კი ხდება ისევ გზის საფარის განახლება.” –  აღნიშნა შოთა მურღულიამ.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,არადანი” ასრულებს. ღირებულება 193016 ლარია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *