ქუთაისის მერიაში ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის ფარგლებში ხუთ წლიანი სამოქმედო
გეგმა განიხილეს. პრეზენტაცია ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად სამეცნიერო კავშირმა “სპექტრმა” წარმოადგინა.
“ჩვენ განვიხილეთ ხუთ წლიანი სამოქმედო გეგმა, დღევანდელ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო. ეს ინიციატივა ყველა მუნიციპალიტეტს ავალდებულებს 2017 წლის დეკემბრის ბოლომდე ჰქონდეს შემუშავებული ნარჩენების მართვის გეგმა,”-განაცხადა ქუთაისის მერიის დასუფთავების განყოფილების უფროსმა არჩილ ტყაბლაძემ.
შეხვედრას ასევე არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გეგმა 2018-2022 წლებზეა გათვლილი ძირითადი ღონისძიებები ნარჩენების შემცირებასა და პრევენციაზეა გათვლილი.