ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, კერძოთ კი ლერმონტოვის ქუჩაზე
გარემოვაჭრეები აღარ არიან.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ გარემოვაჭრეები თავიანთ საქმიანობას აგრარულ ბაზარში გააგრძელებენ.
“გარემოვაჭრეებს არაერთხელ დაეგზავნათ გაფრთხილების წერილი, ამჯერადაც მოხდა გაფრთხილების წერილის გაგზავნა, ისინი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებიათ დაკავებული ადგილები, კერძოდ კი ტროტუარები. მათ უკვე შეუძლიათ ქუთაისის ყველა ბაზარში გადანაწილდნენ და განაგრძონ თავიანთი პროდუქციის რეალიზება,”-განაცხადა ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე მამისეიშვილმა.