ქუთაისში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე
ტერიტორიაზე ღია კაფე მოეწყობა. შ.პ.ს. “ფარისათვის” 250 კვ.მეტრი ფართობის იჯარის ფორმით გადაცემას დღეს საკრებულოს სხდომაზე უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს.
ფართის იჯარით გადაცემის მოთხოვნით წერილობით შ.პ.ს. “ფარის” დირექტორმა ოლეგ არღვლიანმა მერს მიმართა. ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია 15 წლის ვადით გასხვისდა. ტერიტორიაზე პავილიონის ტიპის 1 სართულიანი შენობა დაიდგმება, მოეწყობა ღია კაფე. როგორც საკრებულოზე აღინიშნა, ყოველ სამ წელიწადში მოხდება შემოწმება, როგორ სრულდება ვალდებულებები, ხოლო ყოველ 5 წელიწადში – ფასის გადახედვა.
შ.პ.ს “ფარის”დირექტორი მერისათვის მიეწრილ წერილში ამბობს, რომ ტერიტორიაზე ღია კაფეს მოწყობით გარევაჭრობის პრობლემა მოგვარდება.
“ვინაიდან, ადგილობრივი ხელისუფლება ვერ ახერხებს იყოს ეფექტური სტიქიურ გარევაჭრობასთან ბრძოლაში და საკანონმდებლო რეგულაციებიც არ გაძლევთ ამის ეფექტურ საშუალებას, გადავწყვიტეთ, ჩვენ თვითონ ავიღოთ თავზე აღნიშნული. გავაკეთოთ თქვენი საქმეც და დამატებით ამაში ადგილობრივ ბიუჯეტში თანხაც კი გადავიხადოთ”. – წერია ქალაქის მერისათვის გაგზავნილ წერილში.