“ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისთვის” შეხვედრა თერჯოლაში გამართა.
შეხვედრა, რომელიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და ლიდერი ქალების მონაწილეობით გაიმართა, თერჯოლის საკრებულოში შედგა. ძირითადი აქცენტი მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო სტრუქტურებში: გამგეობასა და საკრებულოში დაუბალანსებელ გენდერულ გარემოზე გაკეთდა. თერჯოლის 34 წევრიან საკრებულოში, ხუთი ქალი დეპუტატია, ეს კი ვერ ცვლის ქალთა ინტერესების უფრო მაღალ დონეზე წარმოჩენას და ბიუჯეტში მათთვის სასურველი და მნიშვნელობანი საკითხების ასახვასა და დაფინანსებას. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლის, მარინა გაბეხაძის თქმით, გასულ წელბშიც და მიმდინარე წელსაც არაერთხელ დაისვა მრავალშვილიანი დედების ფინანსური დახმარების საკითხი, მაგრამ იმის გამო, რომ საკრებულოს უმრავლესობა კაცია, არ მოხდა საკითხის გათვალისწინება. „ისიც კი ვერ მოვახერხეთ, რომ ქალებისა და დედებისთვის, რვა მარტსა და დედის დღეზე რაიმე სიმბოლური საჩუქრები გვეყიდა და გაგვეხარებინა. სოფლებში არიან ქალები, რომლებიც დღე და ღამ შრომობენ, მათ ბევრი რამე სჭირდებათ, ხელისუფლება კი ვერ ეხმარება“. შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ კარგი იქნება თუ კი სოფლებში ქალთა კლუბები, გენდერული საბჭოები შეიქმნება, რათა თუნდაც თვეში ერთხელ მოხდეს შეკრება და იმ საჭიროებებზე საუბარი, რაც სოფლად მცხოვრებ ქალებს აწუხებთ. შემდეგ მოხდეს ამ საჭიროებების დოკუმენტის სახით მომზადება და საკრებულოში გადაგზავნა. ამ საკითხის გასააქტიურებლად და სტრუქტურის შექმნისთვის მარინა გაბეხაძემ „ჟურნალისტთა ქსელს გენდერული თანასწორობისთვის“ რეკომენდაციების შესამუშავებლად თხოვნით მოგვმართა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სოფო ბუსკივაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, დღემდე ვერ მოხერხდა გენდერული ბიუჯეტის შედგენა. „ქალები ცოტა ვართ საკრებულოში, ჩვენი ხმა იკარგება როდესაც რაიმე საკითხს ვაყენებთ, კი ითვალისიწნებენ განსაკუთრებულ აუციებლობებს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. დიახ, ქალები თავად უნდა გავაქტიურდეთ და ერთმანეთთან სოლიდარულები უნდა ვიყოთ, სხვანაირად არაფერი გამოვა“.-აღნშნა სოფო ბუსკივაძემ.
შეხვედრაზე ითქვა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს მიგრანტი ქალები. „სწორდედ აქტიური და ლიდერი ქალები წავიდნენ სოფლებიდან, ეს კი ნამდვილად არის დანაკლისი“-ითქვა შეხვედრაზე.
რაც შეეხება მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობის საკითხს, აღინიშნა, რომ პარტიის ხელმძღვანელები წყვეტენ ვინ შეიყვანონ სიებში. „ძალიან ცოტა ქალს უნდა რომ იყოს პოლიტიკაში, თერჯოლაში კი გვყავს ისეთი ქალები, ვისაც რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ და იმედია მათ ისევ ვიხილავთ, მაგრამ ახალგაზრდა ქალები ნაკლებად გამოთქვამენ სურვილს. არც აქტიურობენ. ჯერ არავინ საუბრობს იმაზე, თუ ვინ იქნებიან სიებში წარმოდგენილი. ჩვენ კარგად გვიცნობენ და იციან რა გვიკეთებია“-აღნიშნეს საკრებულოს წევრმა ქალებმა. შეხვედრაზე მოსულმა კაცებმა კი თქვეს, რომ ისინი მხარს უჭერენ ქალ კანდიდატებს, მაგრამ პირველ რიგში თავად ქალებმა უნდა გამოხატონ სურვილიც და მზაობაც“.