ქუთაისის მერია წიგნს
“ინდუსტრიული ქუთაისი” დაბეჭდავს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცახდებულია. წიგნის “ინდუსტრიული ქუთაისი”-ს ანალიტიკური ბიბლიოგრაფიის დასაბეჭდად 6 ათასი ლარია გამოყოფილი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით:
“მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს წიგნის “ინდუსტრიული ქუთაისი”-ს ანალიტიკური ბიბლიოგრაფიის ბეჭდვითი მომსახურება.
წიგნის ბეჭდვისათვის საჭირო მასალების მიწოდება მოხდება “შემსყიდველი”-ს მიერ ელექტრონული სახით.
გამოცემულ წიგნს უნდა ჰქონდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ლოგო და წარწერა : “გამოცემა დაფინანსებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ”; “გაყიდვა აკრძალულია”.
“მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს სარკეზე ამოღება, გარეკანის ფერადი ბეჭდვა, 04 ყდაში (მუყაო) ჩასმა, კეცვა და ძაფზე კინძვა.
“მიმწოდებელმა” საკუთარი ხარჯებით უნდა მოახდინოს წიგნების მიწოდება შემდეგ მისამართზე: ქალაქი ქუთაისი, შ. რუსთაველის გამზ. #3.
შესყიდვის ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები და რაოდენობა იხილეთ მიმაგრებულ ფაილში, სახელწოდებით “შესყიდვის ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები და რაოდენობა”.
წინადადებების მიღება 2 აგვისტოს იწყება და 4 აგვისტოს მთავრდება.