ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო ახალი პროექტის
“მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში” განხორციელებას იწყებს. პროექტის მიზიანია იმერეთის მხარეში მოქმედი პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებში ქალი ამომრჩევლებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების ასახვის ხელშეწყობა და მათი ადვოკატირება.
პროექტის შედეგად, იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს ექნებათ ინფორმაცია ქალი ამომრჩევლების საჭიროებების შესახებ. საპროექტო ჯგუფის მიერ მონიტორინგის განხორციელების საფუძველზე შესაძლებლობა ექნებათ შეაფასონ, მოხდა თუ არა აარჩევნო პროგრამებში ქალი მოსახლეობის ინტერესების ასახვა და მათი გადაჭრისთვის ზრუნვა.
პროექტი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ. პროექტ “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი”-ს ფარგლებში და განახორციელებს ადგილობრივი დემოკარტიის სააგენტო საქართველო იმერეთის მხარეში.