ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის
რეგიონული ბიუროს ორგანიზებით ქუთაისში, ჩაის სახლში საჯარო დებატები გაიმართა თემაზე: საბჭოთა გამოცდილება: იდეოლოგიზებული ჰომოფობია.
დისკუსიაზე იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: საბჭოთა პერიოდში სექსუალობის კონტროლის/რეგულაციის ფონზე როგორ იცვლებოდა დამოკიდებულება ჰომოსექსუალობის, ოჯახისა და საქორწინო ურთიერთობების, გენდერული როლების, ფემინურობის/მასკულინობის კონცეფციის მიმართ?
რა პრინციპებით ხდებოდა სექსუალობის რეპრესირება საბჭოთა სივრცეში და საქართველოში და როგორი იყო იდეოლოგიური დისკურსისა და რეალობის კონტრასტი ამ პერიოდში?
როგორ მიეჯაჭვა საბჭოთა ადამიანის ცნობიერებაში ჰომოსექსუალო¬ბის კონსტრუქტი “გარ-ყვნილ დასავლეთს”, რაც დღემდე აისახება საზოგადოების დამოკიდებულებებში?
როგორი არის რეპროდუქციული უფლებების მიმართ არსებული საკანონმდებლო/სამარლებრივი სიტუაცია პოსტ-საბჭოთა სივრცეში და დღევანდელ საქართველოში.
მომხსენებლები იყვენენ : ეკა აღდგომელაშვილი – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, ლიკა ჯალაღანია – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ჯგუფი.
“ჩვენ ვისაუბრეთ ინსტიტუციონალურ ჰომოფობიაზე, რომლის წარმოებაც ხდება პოლიტიკოსები მიერ.როგორ იყო გამოყენებული ადამიანის სექსუალობა, როგორ ხდებოდა ადამიანთა უარყოფა და გარიყვა ძირითადად საბჭოურ ეპოქაში. დღევანდელი სიტუაცია საკმაოდ პრობლემურია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში არსებობს კანონმდებლობა, გარჯვეული ნაბიჯები არის ჰომოფობიასთან ბრძოლის კუთხით.პრობლემები რომლებიც არსებობობს, მათზე პასუხები არის რეაქციული და ემსახურება ჰომოფობიის აღმოფხვრას. სახელმწიფო ცდილობს შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება და არ ხედავს საჭიროებას, რომ ჰომოფობიის აღმოფხვრა დღეს და ხვალ არის მნიშვნელოვანი, ეს მის პრიორიტეტებში არ შედის, ამიტომ ლგბტ ჯგუფებისა და მათ შორის ქალების მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე”,- განაცხადა ლიკა ჯალაღანიამ.
დისკუსია განხორციელდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში ფარგლებში.