“მაკდონალდსის” რესტორანი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და “კოკა-კოლას” პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
” ჩვენ რიგით მეთორმეტე რესტორანი გავხსენით, ეს არის ძალიან დიდი შედეგი ქვეყნისთვის, რადგან ბიუჯეტში შეტანილი გვაქვს 67 მილიონი მეტი და დასაქმებულია 1000-მდე ადამიანი. ჩვენი გეგმები არის ძალიან სერიოზული,”-განაცხადა თემურ ჭყონიამ.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ “მაკდონალდსის” კომპანიას ინვესტიციის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩვენ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ბრენდი უნდა შემოვიყვანოთ ქალაქში, ჩვენ კარგად ვიცით რომ ათასობით ახალგაზრდას და ბავშვს გაუხარდა ამ “მაკდონალდსის” გახსნა”-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
საღამოს 6 საათზე ნიაზ დიასამიძის კონცერტი გაიმართება, საღამოს კი გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.