ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისთვის” და მასთან არსებული “ქალთა კლუბი”
10 წლისაა. საიუბილეო ღონისძიება დღეს საღამოს, ქუთისში 18:30 საათიდან დაიწყება. სტუმრების მიღება სასტუმრო კომპლექს “ბაგრატი 1003″_ში ფოტოსესიით დაიწყება მოწვეულ სტუმრებთან ერთად. ორგანიზაციისა და კლუბის ათწლიანი მუშაობის პრეზენტაციის შემდეგ კი მსმენელები მწერალ დათო ტურაშვილის ლექციას “საუბრები ქუთაისზე” მოისმენენ, რის შემდეგაც, “ბაგრატი 1003”-ის ტერასაზე მოხდება კლუბის ახალი თავმჯდომარისა და წევრების არჩევა. საღამო ნიგერიელი სტუდენტების კონცერტის თანხლებით გაიმართება. საიუბილეო საღამოს სპეციალური სტუმარია საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა.