ქუთაისის ცენტრალური არქივის შენობა საზეიმო ვითარებაში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.
ცენტრალური არქივში საარქივო საქმეები თანამედროვე სტანდარტების საცავში განთავსდება.
შენობა დაპროექტებული და აგებულია საგანგებოდ საარქივო საჭიროებისთვის.
” ახალი შენობა გაიხსნა იმისთვის, რომ ეროვნულმა არქივმა რომელიც გახლავს ჩვენი ქვეყნის დოკუმენტური მეხსიერების, საგანძურის შენახვის ადგილი, შეძლოს შეინახოს დღეიდან უკვე თანამედროვე პირობებეში და რაც მთავარია დაცუულ პირობებში ის ჩვენი ისტორია, რომლის გარეშეც არ არსებობს არც აწმყო და არ არსებობს რა თქმა უნდა მომავალი,”-განაცხადა თეა წულუკიანმა.
ქუთაისის ცენტრალური არქივის შენობის გახსნის ცერემონიას ასევე მინისტრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.