ტენდერს სახელმწიფო შესყიდვების
გვერდზე აუქციონის გარეშე NAT170007678 ქუთაისის მერია აცხადებს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, უნდა მოხდეს სამშენებლო სამუშაოების, პროექტებსა და დოკუმენტების ზედამხედველობა იმერეთის მასშტაბით.
უფრო კონკრეტულად,ზედამხედველობა განხორციელდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებსა და საქართველოს მთის ფონდებიდან 2017-2018-2019 წლებში ქუთაისის, ვანის, თერჯოლის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ხონის, ბაღდათის, ზესტაფონის, სამტრედიის, ჭიათურის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო და მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი (50 000 ლარზე მეტი ღირებულების) პროექტებზე,საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე. მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლითაა.
სატენდერო წინადადებების მიღება 27 ივლისს იწყება და 1 აგვისტოს მთავრდება.