ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩის №7ბ-სა და გამსახურდიას ქუჩის №22 სახლის მიმდებარედ
ახალი ღვარსადენი სისტემა გაკეთდება . ღვარსადენების გასაკეთებლდა ქუთაისის მერიამ ტენდერი SPA170009390 გამოაცხადა. 2 ობიექტის გასაკეთებლად 20 ათას 468 ლარია გამოყოფილი.
“მიმწოდებელი” ვალდებულია ქალაქ ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის ქუჩის №7ბ-ში მდებარე სახლის ეზოში და კ. გამსახურდიას ქუჩის №22 სახლის მიმდებარედ ახალი ღვარსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოების განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში. “მიმწოდებელი” ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
სატენდერო წინადადებების მიღება 23 ივლისს იწყება და 28 ივლისს მთავრდება.