არასამათავრობო ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნები” ქუთაისის
ორგანიზაციაში ყოველთვიური შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გასულ თვეში განხორციელებული პროექტები შეაჯამეს, ასევე მომავალი თვის გეგმებიც განიხილეს.
“მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია წლებია ახორციელებს იმ პროგრამებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან დაბრუნებულ ემიგრანტებს საქართველოში ადაპტაციაში ეხმარება. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პროგრამებზე, რომელსაც ჩვენი არასამთავრობო ახორციელებს, კერძოდ კი თუ როგორ ვეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებიც საბერძნეთში ცხოვრობენ და ბრუნდებიან საქართველოში, როგორ ვახდენთ დამაგრების პროგრამას,”- განაცხადა “მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის” ქუთაისის ოფისის კოორდინატორმა ნუგზარ კოხრეიძემ.
სამართლიანი არჩევნების” ქუთაისის ორგანიზაციის კოორდინატორის თეონა გოგიშვილის თქმით, მათ დღეს წარადგინეს რეკომენდაციები წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის.
“ჩვენ დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად წარვადგინეთ რეკომენდაციები წინასარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად, რომელიც მოიცავს რამდენიმე პუნქტს. საუბარია გენდერულ კვოტაზე, წინასაარჩევნო აგიტაციაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ასევე საარჩევნო დავების კუთხით რა შეიძლება გაუმჯობესდეს და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი რასაც ამომრჩევლის მოსყიდვა ჰქვია,”- განაცხადა თეონა გოგიშვილმა.