ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლითი გზა დაახლოებით
ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო.
მოქალაქე ბადრი კილაძემ გეგუთში ავტობანის მშენებლობის გამო, მისი კუთვნილი შენობის დემონტაჟი გააპროტესტა.
“ქონება, რომელიც იყო რამდენიმემილიონიანი პროექტი, დამინგრიეს და ამ დრომდე ერთი თეთრი არ მოუციათ. მათ ქონება გაცილებით ნაკლებ თანხად შეაფასეს, ვიდრე რეალურად ღირდა. სასამართლოში დავა 4 წელია გრძელდება და ხელოვნურად ჭიანურდება. ხელს მიშლიან, რომ არ მივიღო ის თანხა, რაც მეკუთვნოდა. ორჯერ შეიცვალა მოსამართლე. ამის გამო ინვესტორს ვკარგავ, რომელმაც სოლიდური თანხა ჩადო,”-განაცხადა ბადრი კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15 კილომეტრიან მონაკვეთს დღეს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი 15:30 საათზე გახსნის.