არსამთავრობო ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისათვის”
ახორციელებს ორგანიზაციის “ქალთა ფონდი საქართველოში” მიერ დაფინანსებულ პროექტს მედიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რელიგიური ჯგუფების ინფორმირება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კანონში შესული ცვლილებების, სიახლეების შესახებ. პროექტის პირველო ტრენინგი დღეს ქუთაიში გაიმართა, სადაც მედიისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგნლებს გააცნეს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც საქართველოს კანონის არაერთ მუხლში შევიდა. ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებლმა და ადვოკატმა ქეთევან სვანიძემ ახალ ცვლილებეთან ერთად ტრენინგში მონაწილეებს უამბო თუ როგორი იყო კანონის აღსრულება წინა წლებში ძალადობის შემთხვევისას.
“პრობლემები გვაქვს, მაგრამ არა ისე, როგორც დავუშვათ 10-15 წლის წინ იყო. ცვლილებები კანონმდებლობაში ემსახურება იმას რომ ხარვეზები აღმოიფხვრას. საკანონმდებლო ცვლილებები ვფიქრობ დაარეგულირებს ქალთა მიმართ ძალადობას და ოჯახში ჩაგვრის პრობლემებს”, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის “უფლებებისა და განთლებისათვის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ადვოკტმა ქეთევან სვანიძემ.
“დღევანდელი ტრენინგი ეხებოდა ქალთა უფლებებს და ამ მხრივ კონსტიტუციაში ცვლილებებს. საკითხი უცხო არ არის, არი რიგი პრობლემები, თუმცა ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან არის სურვილი და მონდომება აღმოიფხვრას ქალთა მიმართ უსამართლო მიდგომები. მსავსი შეხვედრები ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას”, – განაცხადა მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელმა ირმა ქათამაძემ.
ტრენინგს დაინტერესებული პირები კიდევ ორჯერ გაივლიან, სადაც საკანონმდებლობლო ცვლილებებზე უფრო დეტალურად ისაუბრებენ. ტრენინგში მონაწილეებს ოქტომბრის თვეში სერთიფიკატები გადაეცემათ.