ქუთაისში ქუჩების სავალი ნაწილისა
და ტროტუარების ორმოულად შეკეთება იწყება. სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი გამოცხადა. ქუჩების სავალი ნაწილი და ტროტუარები ორმოულად ა/ბეტონით და ბეტონით უნდა შეკეთდეს.
სამუშაოების შესასრულებლად 162 ათას 780 ლარია გამოყოფილი. სატენდერო წინადადებების მიღება 2 ივლისს იწყება და 7 ივლისს მთავრდება. “მიმწოდებელი” ვალდებულია ქალაქ ქუთაისში, ქუჩების სავალი ნაწილის და ტროტუარების ა/ბეტონით და ბეტონით მიმდინარე “ორმოული” შეკეთების სამუშაოები განახორციელოს ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.