მაღალი ძაბვის ქვესადგურ “მოწამეთაში”
დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 980 მომხმარებელს ქ. ქუთაისში, კლდიაშვილის, გელათის, კიბულას, ტყიბულის და მიმდებარე ქუჩებზე.
“აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. სამუშაოებს დასრულებისთანავე აბონენტთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”,- წერია რადიო “ძველი ქალაქისათვის” მოწოდებულ ინფორმაციაში.