გაზგასამართი სადგური, ლიფტი, საბაგირო გზა, ატრაქციონი – ეს იმ ობიექტების
არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მომეტებულ ტექნიკურ საფრთხეს შეიცავენ. ქუთაიში ამ ობიექტებს “სი ეი ინთერნეიშენალი” შეამოწმებს. კომპანიის ფილილი ქუთაისში დღეს გაიხსნა.
მოსახლეობა აქტიურად იყენებს გაზგასამართი სადგურების მომსახურებას. ათეულობით ატრაქციონია ქუთაისის კულტურის პარკსა და შეკვეთილის პარკ “ციცინათელაში”. ამწე მოწყობილობები გამოიყენება ყველა მასშტაბურ მშენებლობაზე. აღნიშნული ობიექტების ინსპექტირება ერთ-ერთი გარანტიაა, რომ დაცული იყოს ტექნიკური უსაფრთხოება, ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
შემოწმების მიზანია, დაადგინოს, არის თუ არა ობიექტი ტექნიკურად გამართული და ადამიანის სიცოცხლისათვის უსაფრთხო. დარღვევების შემთხვევაში, მფლობელს მათი გამოსწორება ეკისრება, ხოლო, უსაფრთხოების სრულად აღდგენის შემდეგ, ობიექტი ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს – ინსპექტირების სერთიფიკატს მიიღებს. ინსპექტირების ჩატარების და სერთიფიკატის გაცემის უფლება აქვთ სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ კერძო ორგანოებს.
“სი ეი ინთერნეიშენალი” ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც, ობიექტის მფლობელის მოთხოვნით, ტექნიკურ ინსპექტირებას ატარებს.
კომპანიას მინიჭებული აქვს სახელმწიფო აკრედიტაცია და 2017 წლიდან აქტიურად მოქმედებს საქართველოში. მაღალი დონის სპეციალისტები, ხარისხი და უსაფრთხოება – კომპანიის დევიზია.
უახლოეს მომავალში კომპანიის ფილიალის გახსნა ბათუმში იგეგმება. ბოლო მონაცემებით, ქუთაისში ათასამდე ლიფტია. ბათუმში ყოველწლიურად ასობით ახალი ლიფტი იწყებს მოქმედებას. საბაგირო გზები ორივე ქალაქში გადაადგილებისა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერების მნიშვნელოვანი საშუალებაა.
“სი ეი ინთერნეიშენალი” ტექნიკურ ინსპექტირებას უტარებს შემდეგ ობიექტებს: 2 ლიფტი, ამწე მოწყობილობა, ატრაქციონი, საბაგირო გზა, წნევაზე მომუშავე ჭურჭელი, საქვაბე დანადგარი, ფუნიკულიორი, ესკალატორი, ნავთობბაზა (ნავთობტერმინალი), მაგისტრალური ნავთობსადენი, მაგისტრალური გაზსადენი, ბუნებრივ გაზზე მომუშავე საკომპრესორო სადგური, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების ავტომობილების გასამართი სადგური, თხევადი ჟანგბადის წარმოება, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი.