იმერეთის მუნიციპალიტეტების
საჯარო მოხელეებს ტრენინგი დღეს ქუთაისში ჩაუტრდათ. განსახილველ მნიშვნელოვან საკითხებს დისკრიმინაციის თემები, პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების საკითხებს მოიცავს.
“მთავრობის ადმინისტრაციის ადამინის უფლებათა დაცვის სამდივნოსა და გაეროს ადამინის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომაგნელეთან ერთად ვმართავთ ვმარტავთ ტრენინგს საჯარო მოხელეებისთვის ადამიანის უფლებებზე. ამ ტრენინგში გამოყენებული თემების ნაწილი იქნება იმ სავალდებულო ტრენინგებზე, რომელიც ყველა საჯარო მოხელისათვის სავალდებულოა”, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ადამინის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა ნატალია ჯალიაშვილმა.
“გენდერული ინსტიტუციები თვითმმართველობის დონეზე ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. იმისათვის რომ ჩამოყალიბდეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის თეორიული მასალის მოწოდებასთნ ერთად პრაქტიკული მასალების მოწოდებაც და პრაქტიკული ქესიების განხილვის ფორმატში უკეთ განსაზღვრა როგორ უნდა მოვიქცეთ კონკრეტული შემტხვევევის დროს, რატა არ დავარღვიოთ კანონი”,- განაცხადა ხარაგულის გამგებლის თანაშემწემ გენდერული და არასამტვრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობების საკითხებში ინგა ბერაძემ.