“გირჩის” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი
საყოველთაო გაწვევისას ზეწოლისა და დაშნების ფაქტებზე საუბრობს. თემურ ცამციშვილის თქმით, პირადად მას 5-6 ასეთ შემთხვევასთან ჰქონდა შეხება. როგორც ცამციშვილი ამბობს, მათი ორგანიზაციის საშუალებით რამდენიმე ადამიანს დაეხმარნენ, თუმცა ფიქრობს რომ რაც უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს მათი რელიგიური ორგანიზაციის დახმარებით, ზეწოლის ფაქტები უფრო გაიზრდება.
“დაფიქსირდა ფსიქოლოგიური ზეწოლის რამდენიმე ფაქტი, როდესაც გამწვევი კომისიები ადამიანებს აშანტაჟებენ. თავიდან ქუთაისშიც იყო, მაგრამ მერე აღარ განმეორებულა. ჩვენ ვცდილობთ პირდაპირ კომისარიატში არ გავუშვათ ეს ადამიანები და პირდაპირ მერიაში ვატოვებინებთ. ბაღდათში, სამტრედიაში იყო ზეწოლის შემთხვევები, რომლებიც ჩვენი დახმარებით მოგვარდა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ რაც უდრო მეტი ადამიანი ისარგებლებს ჩვენი მომსახურეობით უფრო გაიზრდება მსგავსი ფაქტები და ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს”, – განაცხადა თემურ ცამციშვილმა.
“გირჩის” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მათ უკვე ჯარში იძულებით გაწვევისაგან 450-ზე მეტი ადამიანი იხსნეს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გუშინ სამხედრო სავალდებულო გაწვევის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გაწვევის თავიდან ასარიდებლად წვევამდელები თვითდდაზიანებებს იყენებნ და ერთი წლის განმავლობაში 1500-2000 შემთხვევა ფიქსირდება. მან აქვე აღნიშნა, რომ იგეგმება გაწევევის სისტემის შეცვლა და ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელება. სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ზუსტდება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდებად, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ავტორი თავად ირაკლი სესიაშვილია, “გირჩის” მიერ რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირებას უკავშირდება, რომლის შექმნის მიზანს ახალგაზრდებისათვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან თავის არიდებაში დახმარება წარმოადგენს.