“მე ხმას ვაძლევ პირველად” – “სამართლიანმა არჩევნებმა” თვითმმართველობის არჩევნებთან
დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები დაიწყო. შეხვედრებისას ისინი სტუდენტებს, თვითმმართველობის წარმომადგნელებს აცნობენ მათ უფლებებს არჩევნებზე. “ეს არის იმისათვის, რომ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ ახალგზარდები. პირველ კურსელებმა, ახალგაზრდებმა, რომლებმაც ახლა დაამთავრეს სკოლა და ამ პროცესებში არ ყოფილან ჯერ ჩართული მიიღონ ინფორმაცია არჩევნების შესახებ. ასევე დავიწყებთ თვითმმართველობებში წინასაარჩევნო შეხვედრებს რაც ითვალისწინებს მათთვის ინფორმაციის მიწოდებას არჩევნებში ჩართულობაზე და ზოგადად ჩვენ უკვე ჩავერთვებით იმ პროცესში, რასაც არჩევნების მონიტორინგი ჰქვია”, – განაცხადა “სამართლიანის არჩევნების” ქუთაისის ოფისის კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები “სამართლიანმა არჩევნებმა” ქუთაისის უნივერსიტეტსა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტებში ჩაატარა, შეხვედრები სხვა ქალაქებშიც ჩატარდება. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.