ქუთაისში, ნიკეასა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის
შემაერთებელ მონაკვეთზე ღვარსადენი ქსელი მოეწყობა. ახალი ღვარსადენი ქსელის მოსაყობად ქუთაისის მერიამ ტენდერი შPA170007242 გამოაცხადა. მიმწოდებელი” ვალდებულია ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩისა და კ. გამსახურდიას ქუჩის შემაერთებელ მონაკვეთზე ახალი ღვარსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 40 (ორმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
“მიმწოდებელი” ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
ღვარსადენის ქსელის მოსაწყობად 47 ათას 645 ლარია განკუთვნილი.
სატენდერო წინადადებების მიღება 8 ივნისს იწყება და 13 ივნისს მთავრდება.
ფოტო: არქივიდან