ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თემურ ჩეჩელაშვილმა რადიო “ძველ ქალაქთან” განაცხადა
, რომ დახმარებისთვის ბიძინა ივანიშვილს მიმართა და დახმარების მიღების დიდი იმედი აქვს.
“როდესაც მივმართეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მან ქუთაისში ბოტანიკური ბაღის არსებობის შესახებ არც იცოდა. როგორც იქნა მივაწვდინეთ ხმა და როგორც ყველა ბოტანიკური ბაღის მამა-მარჩენალია, ეგ კაცი ყველას აფინანსებს და ეხმარება და იქნება რაღაც დახმარება ბიძინასგან მივიღოთ,”-განაცხადა თემურ ჩეჩელაშვილმა.
თემურ ჩეჩელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს მიზერული ხელფასები აქვთ და ამ საკითხს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან განიხილავს.