ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე 29 შენობის
ფასადის რეაბილიტაცია იგეგმება. ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს. თამარ მეფის ქუჩის №№9ა,13, 16, 18, 19, 20, 25, 26, 28, 29, 30, 35, 37, 43, 44, 45, 48, 50, 51, 53, 54, 55, 58, 60, 66, 70, 72, 72ა, 95-ში მდებარე შენობების ფასადების რეაბილიტაციისათვის 756 ათას770 ლარია განკუთვნილი. “მიმწოდებელი” ვალდებულია29 შენობის ფასადის რეაბილიტაცია განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 190 (ას ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. “მიმწოდებელი” ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
სატენდერო წინადადებების მიღება 7 ივნისს იწყება და 12 ივნისს მთავრდება.
ფოტო არქივიდან – ფალიაშვილის ქუჩა.