საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი (ქუთაისი-სამტრედიის მიმართულებაზე ) იმოძრავებს ძველი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გამოყენებით (ქალაქ ქუთაისის გავლით). აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება ცალმხრივად (სამტრედია-ქუთაისის მიმართულებაზე)
“რეჟიმი გამოწვეულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესლიძის საავტომობილო გზის ქუთაისის შემოსავლელი–სამტრედიის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების სამუშაოების გატარებით რომელიც მოიცავს:გარე განათების ქსელის მოწყობას, ხმაურიანი ზოლების და დამატებითი საგზაო ნიშნებისა და ვიდეო–სამეთვალყურეო სისტემის მოწყობას. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად 22 მაისიდან ხორციელდება.