წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში

(მიწაწითელი) სასმელი წყლის არსებული ქსელისა და მილების ვარგისიანობის დადგენის მიზნით ექსპერტიზის ჩასატარებლად წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ტენდერს აცხადებს. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 1 იანვარს წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და SPA110026678 ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელს შორის გაფორმდა N9 ხელშეკრულება. “ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მიწაწითელაში სასმელი წყლის ქსელისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის შესახებ. არსებული ქსელი დღეის მდგომარეობით არ ფუნქციონირებს. 25.05.2016 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ №2000562516 ხელშეკრულებით, ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსგან მოითხოვა დაედგინა იყო თუ არა არსებული ქსელი ექსპლოატაციისათვის ვარგისიანი და რამდენ ატმოსფერულ წნევას გაუძლებდა წყლის მილები ვარგისიანობის შემთხვევაში, რაზეც საექსპერტო დაწესებულებამ გასცა შემდეგი N 003502616 დასკვნა, რომ “პროექტის თანახმად მილდენი უნდა მოწყობილიყო მილებისგან, რომელთა საანგარიშო წნევა არის 12,5 ატმ. არსებულ მილზე რაიმე წარწერა, რომელიც მიუთითებდა მილის მარკაზე, ტიპზე არ აღინიშნება. აღნიშნულის გამო, დადგენა თუ რა რაოდენობის ატმოსფერული წნევით გამავალი წყლის ნაკადის გატარებას უზრუნველყოფს მილდენი, ტექნიკურად შეუძლებელია” და ” მილების ვარგისიანობა ექსპლუატაციისათვის შეიძლება დადგინდეს სნ და წ 3.05.04–85_ “წყალსადენის და კანალიზაციის გარე ქსელები და ნაგებობები–ში” მითითებული მოთხოვნების შესრულების შემდეგ”,- აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

ექსპერტიზის ჩატარების მიზანია განსაზღვროს სასმელი წყლის არსებული ქსელისა და მილების ვარგისიანობის დადგენა, სასმელი წყლის არსებული ქსელის ვარგისიანობის დადგენის შემთხვევაში რა განაპირობებს წყლის გატარების დროს აღნიშნული მილების დაზიანებას, ქსელის საექსპლუატაციოდ უვარგისობის შემთხვევაში მიზეზ(ებ)ის დადგენა, არსებული ქსელის ვარგისიანობის შემთხვევაში, განისაზღვროს რამდენი ატმოსფერული წნევით წყლის გატარებას უზრუნველყოფს მილები უზრუნველყოფს თუ არა ქსელი 125 ოჯახის წყლით უზრუნველყოფას.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 ათას 500 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 15 მაისს იწყება და 17 მაისს მთავრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *