იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ტყუბულში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ოთხი ადამიანის გამო. ეს უდიდესი ტრაგედიაა, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახების წევრებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას. საქართველოს ხელისუფლების ყველა შესაბამისი სტრუქტურა, მაქსიმუმს აკეთებს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად და ასევე, მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციისთის. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული – აცხადებს გივი ჭიჭინაძე.