ქუთაისში ნიკეას ქუჩისა და სულხან-საბა ორბელიანის
გამზირის შემაერთებელი გზის მშენებლობა იგეგმება. სამუშაოების შესასრულებლად მერიამ ტენდერი გამოაცხადა. გზის მშენებლობისთვის 2 მილიონ 816 ათას 448 ლარია გამოყოფილი.
,,მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩისა (კონსტანტინე გამსახურდიას, თაბუკაშვილისა და შევჩენკოს ქუჩების გავლით) და სულხან-საბა ორბელიანის გამზირის შემაერთებელი გზის მშენებლობა ხელშეკრულების დადებიდან 360 (სამას სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
“მიმწოდებელი” ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების დადებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
სატენდერო წინადადებების მიღება 24 მაისს იწყება და 29 მაისს მთავრდება.