“რამდენად არიან მოქალაქეები ჩართულები თვითმმართველობის მუშაობაში”
-“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციამ კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევა 12 მუნიციპალიტეტში ჩატარდა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” რეგიონალური კოორდინატორი, ლელა მოწონელიძემ განაცხადა, რომ მოქალაქეების ჩართულობა თვითმმართველობის მუშაობაში დაბალია.
“მოქალაქეები ადგილობრივი ხელისუფლებების საქმიანობაში ჩართულობის ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა დასახლების საერთო კრების გამართვა და პეტიციით მიმართვა, არ იყენებენ. ასევე, მუნიციპალიტეტებში არ ფუნქციონირებს მრჩეველთა საბჭოები,”- აღნიშნა ლელა მოწონელიძემ.
კვლევის შედეგად ირკვევა, რომ საერთო კრება არ ჩატარებულა თერჯოლის, ტყიბულის, საჩხერის, სამტრედიის, ზესტაფონის და ხონის მუნიციპალიტეტებში.”საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს” მიერ ჩატარებულ კვლევაში დგინდება, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო თერჯოლის გარდა, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტშია შექმნილი. ტყიბულში, ხარაგაულსა და ვანის მუნიციპალიტეტებში მრჩეველთა საბჭოები შეიქმნა, დებულებაც განსაზღვრულია, მაგრამ მრჩეველთა საბჭოს სხდომა ამ დრომდე არ გამართულა.
კვლევაში ასევე ირკვევა, რომ იმერეთის თითქმის ყველა გამგეობას ბაღდათის გამგეობის გარდა, მოსახლეობის წინაშე ჩაბარებული აქვს ანგარიში. რაც შეეხება ბაღდათს, ამ მუნიციპალიტეტში მოსახლეობისათვის ანგარიშის ჩაბარება ვერ მოხერდა იმ მიზეზით, რომ გამგებელს უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ქუთაისის მერია საკრებულოს სხდომის პირდაპირი ტრანსლირებით, უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, თუმცა, პრობლემები არსებობს მრჩეველთა საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით, რომელიც მისი შექმნის დღიდან მხოლოდ ორჯერ შეიკრიბა, მაშინ, როცა მას კანონმდებლობით მსგავსი შეკრებების 3 თვეში ერთხელ გამართვის ვალდებულება აქვთ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მუნიცპალიტეტებს მეტი გამჭვირვალობობისკენ მოუწოდებს. ანგარიშის გასაჯაროებაზე მის ოფიციალურ წარდგენამდე, რადგან მოსახლეობას მისი გაცნობის საშუალება მიეცეს.