ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ღვაწლმოსილ ქუთაისელებს
მერი ფაჩუაშვილს, ნანული კაკაურიძეს, ქეთევან უკლებას და მერაბ გრიგოლაშვილს “ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო სიგელები” გადასცა.
“პატივგების კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, ოთხ ადამიანს, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს ქალაქის წინაშე, გადავეცით სიგელები. მადლობა გადავუხადეთ იმ ღვაწლისათვის, რაც ქალაქის წინაშე აქვთ. ჩვენი ვალია დავაფასოთ და პატივ ვცეთ მათ,”-განაცხადა შოთა მურღულიამ.
დაჯილოვებულმა ქუთაისელებმა შოთა მურღულიას მათი ღვაწლის დაფასებისთვის მადლობა გადაუხადეს.