რადიო “ძველი ქალაქის” ეთერში გავიდა სიუჟეტი
სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ ოჯახზე, რომელიც სააღდგომო ნობათის მიმღებთა სიაში ვერ მოხვდა. ხშირ შემთხვევაში მათ პურის ფულიც კი არ აქვთ. სვეტლანა კოვალჩუკი და ვლადიმერ ნაფეტვარიძე შესაძლოა, აღდგომის დღესასწაულს ცარიელი სუფრით შეხვედროდნენ.
მასალის ეთერში გასვლის შემდეგ გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ოჯახს დახმარებას გაუწევენ. “ვეცდებით ამ დღეებში რაღაც მინიმალურით მაინც დავეხმაროთ, მერე გვეცოდინება და ჩვენითაც მივალთ ხოლმე როდესაც გვექნება საშუალება”, – ამბობს გიგა გვაძაბია.
მათი დახმარების სურვილი კიდევ ერთმა მოქალაქემ, ნანა ასათიანმა გამოთქვა.
რადიო “ძველი ქალაქი” ახლა მოხუცი ცოლ-ქმრისათვის სოციალური დახმარების აღდგენას ელოდება. ჩვენი ინფორმაციით, მათ დახამრება აგვისტოში უნდა აღუდგინონ.