28 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან – ქუთაისში, ფოტო-კინო მატიანის მუზეუმში
გამოფენა გაიხსნა. გამოფენა ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით გაიხსნა. საგამოფენო დარბაზში 9 აპრილის ტრაგედიის ამსახველი ფოტოებია წარმოდგენილი. აღნიშნული ფოტომასალა ფოტო-კინო მატიანის მუზეუმშია დაცული და მიზი მოძიება მუზეუმის ადმინისტრაციის მიერ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოფენაზე არეთვე წრამოდგენილია ტრაგედიის ღამეს სდაღუპულ გმირთა ფოტოპორტრეტები. საერთო ჯამში გამოფენა 40 ფოტოსურათით გაიხსნა და დამთვალიერებელს მისი ნახვა დღეიდან მთელი კვირის განმვლობაში შეეძლება.