ქუთაისის მერიამ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის
სამგზავრო ბილეთების დასაბეჭდად ტენდერი გამოაცხადა. სულ დაიბეჭდება 2 მილიონ 748 ათას 160 ბილეთი. ამ ბილეთებით ქუთაისში მცხოვრები სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები ისარგებლებენ.სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, “მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს “შეღავათიანი მგზავრობის” პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარების საქალაქო ტრანსპორტით გადაადგილებისათვის საჭირო სამგზავრო ბარათების ბეჭდვა და მიწოდება ქაღალდის A3 ფორმატზე, დაჭრის გარეშე; ერთ ფორმატზე 30 ცალი; ბარათის ფერის შერჩევა მოხდება შემსყიდველთან შეთანხმებით.
სატენდერო წინადადებების მიღება 20 აპრილიდან დაიწყება და 25 აპრილს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამგზავრო ბილეთების ბეჭდვა და მიწოდება შემსყიდველისათვის ხელშეკრულების დადებიდან 45 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში უნდა მოახერხოს.