კამპანიის “კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვდა. საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მსჯელობა კონსტიტუციონალისტებთან ერთად წარიმართა. შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან ერთად აქტიურობისაკენ პროფესორ-მასწავლებლებსაც მოუწოდა, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში აქტიურად ჩაერთონ. “ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრი სტუდენტია და მინდა იაქტიუროს პროფესურამ ხშირად ძალიან აქტიურად ისმის ახალგაზრდების ხმა და მიხარია, ჩვენი პროფესორები, მასწავლებლები, ის ვინც ინტელექტუალურ პოტენციალს ქმნის, მათი ხმა არ ისმის ასე აქტიურად არც ტელე გადაცემებში, არც პრესაში, არ არიან რატომღაც ჩვენი განათლებული პროფესორები აქტიურად ჩართულნი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. მნიშვნელოვანია თქვენი ხმაც გავიგონოთ,- აღნიშნა პრეზიდენტმა.