აღდგომის დღესასწაულამდე
ზუსტად 11 დღე დარჩა. სააღდგომო სამზადისიც ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის. თუმცა არიან ოჯახები, რომლებიოც დღესასწაულისთვის საკუთარი სახსრებით ვერ მოემზადებიან. ავტოქარხნის დასახლებაში კიევის ქუჩაზე მოხუცი ცოლ-ქმარი სვეტლანა კოვალჩუკი და ვლადიმერ ნაფეტვარიძე შესაძლოა, აღდგომის დღესასწაულს ცარიელი სუფრით შეხვდეს.
სიუჟეტის ერთერში გასვლიდან, რამდენიმე წუთში გვაცნობეს, რომ სვეტლანა კოვალჩუკის ოჯახი სააღდგომოდ ნობათს ვერ მიიღებს, რადგან მან განცხადების დაწერა დროულად ვერ მოახერხა, – ასე განუმარტეს მას ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ცენტრში. რესპოდენტი კი აცხადებს, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა თუ როდის უნდა დაესწერა განახცადება. სვეტლანას ოჯახი სააღდგომოდ კეთილი ადამიანების იმედათ რჩება.