სააღდგომო ნობათის მიღება სოციალურად დაუცველ,
შეჭირვებულ ოჯახებს 10 აპრილიდან შეეძლებათ. რადიო “ძველი ქალაქი” ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურს უფროსის გია ჩიჯავაძეს ესაუბრა, ჩიჯავაძე ამბობს, რომ სააღდგომო ნობათების გაცემა წელსაც მოხდება მუნიციპალიტეტებიდან წარდგენილი სიების მიხედვით. “ძირითადად ნობათი გაცემა სოციალურად დაუცველებზეა, მაგრამ შესაძლოა არიან ოჯახები, რომელთაც ასევე ძალიან უჭირთ და არ არიან სოციალურად დაუცველები. ეს იციან ტერიტორიულმა ორგანოებმა და აკეთებენ სიებს, გადმოგვიგზავნიან ჩვენ და ვაკეთებთ გადამოწმებას. სააღდგომოდ არის ნობათის გაცემის სპეციალური დღეები. იწყება 10 აპრილიდან და 4 დღე გასტანს”, – განაცხადა რადიო ძველ ქალაქთან საუბრისას ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურს უფროსის გია ჩიჯავაძემ.
სააღდგომო ნობათის კალათა ასე გამოიყურება: ქათამი, ზეთი, მაიონეზი, კარაქი, კვერცხი, პასკა.
სააღდგომო ნობათს წელს 2 ათას 790 სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული ოჯახი მიიღებს.