ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით
პირველი უვიზო ფრენა 05:45 წუთზე შესრულდა. მგზავრები ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტიდან პირელად ბუდაპეშტში გაფრინდნენ, მეორე რეისი 06:00 სთ-ზე სალონიკის მიმართულებით გაფრინდა. გამთენიისას შესრულებულ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ყველა ბილეთი გაყიდული დღის განმავლობაში დაგეგმილ რეისებზეც.
დღეს ლარნაკას მიმართულებით ფრენა 17:30 წუთზეა დაგეგმილი, ხოლო ვარშავას მიმართულებით რეისი 21:25 წუთზე შესრულდება.