ქუთაისში ლიფტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ლიფტების რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 131 ათას 903 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სულ 8 ლიფტის რეაბილიტაცია, მონტაჟი იგეგმება. სატენდერო წინადადებების მიღება 7 აპრილს იწყება და 12 აპრილს მთავრდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ლიფტების რეაბილიტაცია ხელშეკრულების დადებიდან 35 კალენდარულ დღეში უნდა მოახერხოს.
ლიფტების შეკეთება ქუთაისში პროგრამა “კორპუსის” ფარგლებში ხორციელდება მოქალაქეთა მიმართვიანობის საფუძველზე. პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 1 280 300 ლარია. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაციისათვის 50 ათასი ლარია განკუთვნილი