ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში
, თემაზე “რატომ არიან ჩვენს შორის ასე ცოტა მმართველი ქალები?” დისკუსია გაიმართა.
დისკუსიას უძღვებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებებისა და განთლებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე, ქუთაისის გენდერის მედიაცენტრის დირექტორი ქეთევან ბერძენიშვილი.
“საქართველოს აქვს ძალიან ბევრი პრობლემა გენდერული თვალსაზრისით, იმიტომ რომ გენდერულად არ არის დაბალანსებული არც თვითმმართველობა, არც აღმასრულებელი ხელისუფლება და არც ნებისმიერი გადაწყვეტლების მიმღები თანამდებობები. აი ზუსტად ეს დაუბალანსებლობა ქმნის იმ პრობლემებს, რომელიც დღეს გაგვაჩნია, ამიტომ არის მინიშვნელოვანი, რომ წამყვან პოზიციებზე მეტი ქალი იყოს,”-განაცხადა ქეთევან ბერძენიშვილმა.
შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ასევე თედ თალქ-ის შერილ სენდბერგის საუბარი ამავე თემაზე, რომელიც არის ფეისბუქის-ის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელია და იკვლევს, თუ რატომ აღწევენ უმაღლეს პროფესიულ საფეხურს უფრო მეტად მამაკაცები, ხოლო იმ ქალებს, რომლებიც მწვერვალს უმიზნებენ, სასარგებლო რჩევებს სთავაზობს.