ნუცა ჩხეიძის ქუჩის და წერეთლის ქუჩის მე-5 შესახვევის გზის
საფარი ჩამკეტწახნაგიანი ბეტონის ფილებით უნდა მოეწყოს. სამუშაოების შესასრულებლად ქუთაისი მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ჩხეიძის და წერეთლის ქუჩაზე სამუშაოების შესასრულებლად 213 ათას 466 ლარია განკუთვნილი. სატენდერო წინადადებების მიღება 2 აპრილს იწყება და 7 აპრილს მთავრდება. ამ ორი ობიექტის, ჩხეიძის ქუჩისა და წერეთლის ქუჩის მე-5 შესახვევის გზის საფარის მოწყობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 70 კალენდარულ დღეში უნდა მოახერხოს.
რაც შეეხება ხუნდაძის ქუჩას, მის მოსაწყობად ტენდერი ცალკეა გამოცხადებული. ამ ქუჩის ქუჩის ქვედა და ზედა ნაწილი გზაც ჩამკეტწახნაგიანი ბეტონის ფილებით უნდა მოეწყოს. ამ ქუჩაზე სამუშაოების შესასრულებლად 896 ათას 661 ლარია განკუთვნილი. აქ სატენდერო წინადადებების მიღება 2 აპრილს იწყება და 7 აპრილს მთავრდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 90 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.
სულ სამ ქუჩაზე სამუშაოების შესასრულებლად დაახლოებით, 1 მილიონ 110 ათას 127 ლარი დახარჯება.