(ა)იპ “სპეციალური სერვისები” ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის გახსნასა და
მეეზოვის დღეს ერთად აღნიშნავს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 18 მარტს, 13:00 საათზე, ავტოქარხნის #53-ში საზეიმოდ გაიხსნება (ა)იპ “სპეციალური სერვისების” ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი.
“თავშესაფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ახლა დასრულდა. აღნიშნულ თავშესაფარს საქართველოში ანალოგი არ აქვს. ასევე, ადგილზე გაიმართება მეეზოვის დღე. “სპეციალური სერვისების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ღონისძიებაზე ყველა დაინტერესებულ პირს ეპატიჟება,”- ნათქვამია განცხადებაში.