“გაიღე სისხლი- აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე”-ს ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარების მიზნით

, ქუთაისი მერიის თანამშრომელები სისხლი გაიღეს.

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის ფიქრია ხაჭაპურიძის თქმით ეს აქცია ძალიან მნიშვნელოვანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის.

“დღეს გაღებული სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. მასში მონაწილეობა რა თქმა უნდა ნებაყოფლობითი იყო. ამ აქციაში მონაწილეობა ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა მიიღეს და ასეთი აქციები მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებისთვის საჭიროა გაყინული სისხლის პლაზმა. ყველამ კარგად ვიჩით თუ რა რთულია ბავშვებისთვის დონორის მოძებნა,”-განაცხადა ფიქრია ხაჭაპურიძემ.

სისხლის ჩაბარება იაშვილის კლინიკის წარმომადგენლებმა განახორციელეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *