წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში
სასმელი წყლის სათავე ნაგებობა მოეწყობა. სოფელ ბანოჯაში არსებული 50 ტონიანი სასმელი წყლის რეზერვუარის სათავე-ნაგებობის მოწესრიგების სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 240 ლარია გამოყოფილი. ტენდერში გამარჯვებულმა დოკუმენტაცია ხელშეკრულების დადებიდან 15 კალენდარულ დღეში უნდა მოამზადოს. სატენდერო წინადადებების მიღება 15 მარტს იწყება და 17 მარტს მთავრდება.