ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე მდინარე აღარ მოედინება.

დილით პრობლემის შესახებ რადიო “ძველი ქალაქი” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ესაუბრა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ პრობლემის მოგვარება უმოკლეს დროში დღეს ან ხვალ მოხდებოდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დაზიანებული მილები უკვე შეაკეთა.
ჩვენს კითხვაზე თუ რატომ ზიანდება გაპონოვის ქუჩაზე წყლის მილი ხშირად, კომპანიის პრესსამსახური გვპასუხობს, რომ ეს მოძველებული სისტემის ბრალია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ მოსახლეობას მსგავსი პრობლემები არ შექმნას და ქუთაისში მოსახლეობას წყალი შეუფერხებლად მიეწოდოს მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ფაზა მიმდინარეობს. კომპანიაში გნამარტავენ, რომ ქუთაისი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მისი განხორციელება 86 მილიონ ლარზე მეტი ჯდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *