ნანა კაკურიას საქმეზე სააპელაციო
სასამართლოს გადაწყვეტილება 31 მარტს გამოცხადდება. N15 ბაღის გამგის ნანა კაკურიას ადვოკატის, რობიზონ ხურცილავას თქმით, დავის განხილვა სააპელაციო სასამართლომ დღეს დაასრულა. “გადაწყვეტილებას სასამართლო 31 მარტს გამოაცხადებს. ნანა გაათავისუფლეს ბაღიდან გაფიცვის შეუტყობინებლობის გამო. თუმცა ბაგა ბაღების გაერთიანებას არანაირი შეტყობინება არ სჭირდებოდა, რადგან თავად გაერთიანების ხელმძღვანელობისათვის ცნობილი იყო მოსალოდნელი გაფიცვის თაობაზე. საქალაქო სასამართლომ არადგინა მაკა აბულაძე, სააპელაციომ დატოვა ძალაში, ანალოგიურად აღდგენილი იქნა ზაალ ხონელიზე სააპელაციო სასამართლოს მიერ, ნანა კაკურია საქალაქო სასამართლომ აღადგინა და დარჩება სააპელაციო სასამართლოს მიერაც. ნანა კაკურია მუშაობს, აგრძელებს მუშაობას და გასევე გააგრძელებს”, – განაცხადა რობიზონ ხურცილავამ.