ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალთა დღეებთან დაკავშირებით განათლების განვითარების
და დასაქმების ცენტრის მიერ სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა” ფარგლებში გაიმართა დისკუსია ,,რატომ არის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის ქალთა მონაწილეობა მნიშვნელოვანი?” დისკუსიაზე მოწვეულნი იყვნენ წარმატებული ქალბატონები და ქუთაისისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები.
“ღონისძიება ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH Iნტერნატიონალ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამას იმერეთში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს. პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და გაააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში,”- განაცხადა ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროგრამების დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა.