სამტრედია – გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების დროულად დარიცხვას, ანაზღაურების გაზრდას
და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უკვე სამი თვეა ანაზღაურებას ვერ იღებენ და იანვრის შემდეგ ხელფასის მხოლოდ მცირე ნაწილი დაერიცხათ.
,,ხელფას ნორმალურად ვერ ვიღებთ. შრომითი პირობები კი ისეთია,რომ მონასაც კი არ ამუშავებენ ასე. ეს არის ქვეყანა? ლუკმა-პურისთვის ასეთ პირობებში გვიწევს მუშაობა”, – აცხადებენ გაფიცული მუშები
სამშენებლო კომპანია “ალტკომში”, რომელიც ავტობანზე სამუშაოებს აწარმოებს, განმარტავენ, რომ იანვრის თვის ხელფასი უკვე დაირიცხა და დარჩენილი დავალიანება მალე ანაზღაურდება.