ქუთაისში ტრანსპორტის გაჩერება
მოქალაქეების უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ისინი აცხადებენ, რომ ფაქტიურად ქალაქი ერთი ბოლოდან მეორეში ფეხით გადაადგილდებიან რაც მათთვის რთულია. ტაქსით გადაადგილების საშუალება კი ნებისმიერ დროს არ აქვთ. “ნიკეადან ფეხით ამოვედი. ჩვენც რა ვქნათ და ამათმაც რა უნდა ჰქნან? რატომ მოუმატეს ბენზინს ფასი. ამათ საბურავები უნდათ ბენზინი უნდათ, რა ქნან? ამათი გაჩერება ჩვენს ზურგზეა, ჩვენ გვემიზნებიან გაჭირვებულ ხალხს. ცოდვა ვართ ჩვენც ნიკეადან ფეხით ამოვედი . 6 საათზე წამოვედი”, – განაცხადა მოქალაქემ.
ქუთაისში 600-მდე მძღოლია გაფიცული ისინი მგზავრობის საფასურის გაზრდას 10 თეთრით ითხოვენ. გუშინ ქუთაისის მერიაში მძღოლებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნელებს შორის შეხვედრა გაიმარტა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. შეხვედრა დღეს კიდევ ერთხელ უნდა გაიმართოს.